გადმოწერე აპი
შექმნილია საქართველოში, საქართველოსთვის

აქ კრეატორები ხვდებიან ბრენდებს

SponsR არის აპლიკაცია რომელიც აკავშირებს ბიზნესებს კრეატორებთან. ბიზნესი ქმნის კამპანიას, კრეატორი დებს ბიდს. თანხა კი დაცულად ინახება სამუშაოს დასრულებამდე.

9:41
დილა მშვიდობისა
გამარჯობა, მაიკო 👋
Acme Coffee
საკვები და სასმელი
ახალი
რილზი ახალ შვრიის რძის ლატეზე
ვეძებთ კრეატორს თბილისში, 5k+ აქტიური ფოლოვერით — 30-წამიანი რილზისთვის.
Fika Skincare
სილამაზე
ცხელი
შთაბეჭდილების გაზიარების ვიდეო
გვინდა რეალური, სცენარის გარეშე პირველი შთაბეჭდილების ვიდეო ჩვენს ახალ ვიტამინ C-ის შრატზე.
ესქროუში დაცული
₾340.00
შეთანხმება შედგა
@maya × Acme
როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი იდეიდან პოსტამდე

არც სააგენტო, არც DM-ებში მიწერ-მოწერა — მკაფიო პროცესი, ჩაშენებული გადახდის დაცვით.

ბიზნესი აქვეყნებს კამპანიას

ბიზნესი აქვეყნებს კამპანიას. ირჩევს აუდიტორიას, კამპანიის ტიპს და ბიუჯეტს.

მიიღე ბიდები

შესაფერისი კრეატორები დებენ ბიდს თავიანთი ფასით და მოკლე პიტჩით. ხედავ მათ სტატისტიკას, ნიმუშებსა და ფასებს.

ირჩევ კრეატორს

აირჩიე კრეატორი და დაადასტურე ბიდი. გადაიხადე აპლიკაციაში, შენი თანხა დაცულია შეკვეთის ჩაბარებამდე.

კრეატორი იღებს ანაზღაურებას

კრეატორი აბარებს ნამუშევარს, ბიზნესი ადასტურებს. თანხა 48 საათში ავტომატურად ისახება კრეატორის ბალანსზე.

დავული პროცესი, ორივე მხარისთვის

ერთი მარკეტფლეისი, ორი პერსპექტივა

ზრდი აუდიტორიას თუ ბიზნესს — SponsR გხვდება იქ, სადაც ხარ.

კრეატორებისთვის

იპოვე ბრენდები, რომლებიც შენს სტილს ერგებიან — შენი წესებით.

  • მიუთითე შენთვის მისაღები ფასი.
  • ნახე შენს აუდიტორიაზე მორგებული კამპანიები.
  • მიიღე ანაზღაურება ჩაბარებიდან 48 საათში — და არა ორ თვეში.
  • თვალი ადევნე ყველა კამპანიასა და ბიდს ერთ სივრცეში
გაიგე მეტი კრეატორებისთვის

ბიზნესისთვის

ნამდვილი კრეატორები, ნამდვილი აუდიტორია, რეალური შედეგები — სააგენტოს დანამატის გარეშე.

  • გამოაქვეყნე კამპანია, და მიიღე შენს კამპანიაზე მორგებული ბიდები.
  • ნახე ფოლოვერების რაოდენობა, ჩართულობა და წარსული ნამუშევრები — პირდაპირ პლატფორმიდან.
  • შენი თანხა დაცულია ჩაბარებამდე — კონტენტის დასადასტურებლად კი 48 საათი გაქვს.
  • თვალი ადევნე ყველა ყველა შეკვეთას ერთ სივრცეში.
გაიგე მეტი ბიზნესისთვის
რატომ SponsR

ნდობისთვის შექმნილი, არა მხოლოდ ტრანზაქციისთვის

ყოველი ფუნქცია ორივე მხარის დასაცავად და თანამშრომლობის გასაიოლებლადაა შექმნილი.

ესქროუ გადახდები

თანხა დაცულია შეთანხმებისთანავე. კრეატორს ჩაბარებიდან 48 საათში ერიცხება — ან მაშინვე, როცა ბიზნესი დაადასტურებს.

ჩაშენებული ჩატი

ყველა საუბარი, ბრიფი და შესწორება ერთ ჩატში.

რეალური სტატისტიკა

გადამოწმებული ფოლოვერები და ჩართულობა. არც ბოტები, არც გაბერილი ციფრები — ორივე მხარე ხედავს სიმართლეს.

ჭკვიანი შერჩევა

კრეატორებს ვაჩვენებთ მხოლოდ იმ კამპანიებს, რომლებიც მათ აუდიტორიას ერგება.

გამჭვირვალე ფასები

არც გამოწერა, არც განთავსების საფასური. ერთი გამჭვირვალე საკომისიო, რომელსაც ყოველთვის წინასწარ ხედავ — შეკვეთის დადასტურებამდე.

ქართული & English

ორ ენაზე პირველივე დღიდან. ისარგებლე აპით ქართულად ან ინგლისურად.

SponsR ყოველთვის შენთანაა.

გადმოწერე აპი და გამოაქვეყნე პირველი კამპანია — ან დადე პირველი ბიდი — 5 წუთში. რეგისტრაცია უფასოა ორივე მხარისთვის.

დაასკანერე და გადმოწერე
ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

როცა ბრენდი აირჩევს კრეატორს, თანხას აჩერებს ლიცენზირებული გადახდის პროვაიდერი და ინახავს ესქროუში. კრეატორი ასრულებს დავალებას, ბრენდი ადასტურებს და თანხა ავტომატურად გადადის. პრობლემის შემთხვევაში ჩვენი დავების გუნდი 48 საათში ერევა.
რეგისტრაცია უფასოა, როგორც კრეატორებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. წარმატებულ გარიგებაზე მცირე საკომისიო გვაქვს — არანაირი აბონიმენტი და განცხადების საფასური. იხდით მხოლოდ მაშინ, როცა კამპანია წარმატებით სრულდება.
ჩვენ ვიწყებთ საქართველოდან, მსოფლიო გაშვება დაგეგმილია 2026 წლის ბოლომდე. დარეგისტრირდი მოლოდინის სიაში აპში, რომ შეიტყო, როცა შენი ქვეყანა გაიხსნება.
Reels, TikTok, YouTube ვიდეოები და shorts, Instagram პოსტები და stories, Facebook პოსტები და პროდუქტის მიმოხილვები. თუ კონტენტია — მისთვის შეგიძლია კამპანიის გამოქვეყნება.
კრეატორები აკავშირებენ სოციალურ ანგარიშებს ოფიციალური API-ების საშუალებით, ამიტომ მიმდევრების რაოდენობა და ჩართულობა პირდაპირ პლატფორმიდან მოდის. არანაირი სქრინშოტი, არანაირი გადიდებული რიცხვი.
არა. ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი კრეატორების უმეტესობას 5 ათასზე ნაკლები მიმდევარი ჰყავს — ისინი იგებენ ჩართულობით და ნამდვილობით, არა ზომით. ბრენდები ხშირად ამჯობინებენ მიკრო-კრეატორებს ნდობის გამო.

მორჩი ლოდინსა და დაიწყე თანამშრომლობა დღეს.

ნამდვილი პარტნიორობა, დაცული ანაზღაურება — ქართველი კრეატორებისთვისა და ბიზნესებისთვის.