ძალაში შედის: sponsr.ge-ზე პირველი პუბლიკაციისთანავე.
ოპერატორი: SponsR LLC (შპს სპონსრ), ქართული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი 405853820, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N38გ, ბინა 115 (ბლოკი 5), საქართველო ("SponsR", "ჩვენ", "ჩვენი").
წინამდებარე მომსახურების პირობები ("პირობები") წარმოადგენს სავალდებულო შეთანხმებას SponsR-სა და თქვენ შორის. პირობები განსაზღვრავს თქვენს მიერ SponsR-ის მობილური აპლიკაციის, sponsr.ge ვებსაიტისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (ერთობლივად — "პლატფორმა") გამოყენებას.
ანგარიშის შექმნით, პლატფორმაზე წვდომით ან მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. თუ არ ეთანხმებით — არ გამოიყენოთ პლატფორმა.
შესავალი
SponsR არის ტექნოლოგიური მარკეტფლეისი და ციფრული შუამავალი პლატფორმა, სადაც ქართველი კრეატორები ("კრეატორები") და ბიზნესები ("დამკვეთები") ერთმანეთს უკავშირდებიან სარეკლამო, მარკეტინგული და კონტენტ-შემოქმედებითი მომსახურებების მისაღებად.
დამკვეთი ქმნის კამპანიას აღწერით — რა მომსახურება, კონტენტი ან სარეკლამო აქტივობა სჭირდება, ხოლო კრეატორები აგზავნიან შემოთავაზებებს. დამკვეთის მიერ შემოთავაზების მიღების შემდეგ ფორმირდება შეკვეთა, რის შემდეგაც გადახდა ხორციელდება ლიცენზირებული გადახდის სერვისის პროვაიდერის ("PSP") მეშვეობით.
დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა დროებით ინახება სპეციალურ ტრანზაქციულ ანგარიშზე მომსახურების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის საგარანტიოდ.
კრეატორის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, და დამკვეთის მიერ დადასტურების ან წინასწარ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად გათავისუფლებული თანხა გადაეცემა კრეატორს, გამოკლებული SponsR-ის საკომისიო.
თუ დამკვეთი არ მოახდენს რეაგირებას კრეატორის მიერ მიწოდების მონიშვნიდან 48 საათის განმავლობაში და არ გახსნის დავას, თანხა ავტომატურად გათავისუფლდება კრეატორის სასარგებლოდ.
კამპანიის აღწერა, მიღებული შემოთავაზება და პლატფორმის ჩატში დაფიქსირებული შეთანხმებები წარმოადგენს ხელშეკრულებას კრეატორსა და დამკვეთს შორის.
SponsR:
- არ წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს;
- არ წარმოადგენს მომსახურების უშუალო მიმწოდებელს;
- არ არის დამსაქმებელი ან სააგენტო;
- არ იღებს პასუხისმგებლობას კამპანიის შედეგებზე.
SponsR მოქმედებს მხოლოდ როგორც:
- ტექნოლოგიური პლატფორმა;
- საგადახდო პროცესის ორგანიზატორი;
- ტრანზაქციის მედიატორი;
- დავების გადაწყვეტის პროცესის ხელშემწყობი.
SponsR-ის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ პლატფორმის საკომისიო და არა კრეატორის მიერ შესრულებული მომსახურების სრული ღირებულება.
1. ტერმინთა განმარტება
"ანგარიში" — კრეატორის ან დამკვეთის პროფილი პლატფორმაზე.
"კამპანია" — დამკვეთის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო, მარკეტინგული ან კონტენტ-შემოქმედებითი მოთხოვნა.
"შეთავაზება" — კრეატორის მიერ კამპანიის შესრულებაზე გაგზავნილი პირობები, ფასი, ვადები და სხვა შესაბამისი დეტალები.
"შეკვეთა" — სავალდებულო ელექტრონული შეთანხმება დამკვეთსა და კრეატორს შორის.
"კრეატორი" — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ქმნის კონტენტს ან ასრულებს მომსახურებას.
"დამკვეთი" — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უკვეთავს მომსახურებას.
"PSP" — ლიცენზირებული გადახდის სერვისის პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს თანხის დაჭერას, შენახვასა და გადარიცხვას.
"საკომისიო" — SponsR-ის პლატფორმის მომსახურების საფასური.
"კონტენტი" — ნებისმიერი ტექსტი, ვიდეო, აუდიო, სურათი ან სხვა მასალა, რომელიც აიტვირთება ან გადაიგზავნება პლატფორმის მეშვეობით.
2 პლატფორმის სამართლებრივი სტატუსი და დასაშვებობა
2.1 პლატფორმის სამართლებრივი სტატუსი
2.1.1 SponsR-ის სტატუსი
SponsR წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ მარკეტფლეისსა და პლატფორმულ შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფს:
- კრეატორებისა და დამკვეთების ერთმანეთთან დაკავშირებას;
- შეკვეთების ტექნიკურ ადმინისტრირებას;
- პლატფორმის ჩატს;
- PSP-ის მეშვეობით გადახდის პროცესის ორგანიზებას;
- და დავის გადაწყვეტის შიდა სისტემას.
შეკვეთა წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას მხოლოდ კრეატორსა და დამკვეთს შორის. SponsR არ არის აღნიშნული ურთიერთობის მხარე და არ მოქმედებს არც ერთი მომხმარებლის სახელით ან ინტერესით.
2.1.2 პასუხისმგებლობის ფარგლები
SponsR:
- არ არის კრეატორის დამსაქმებელი;
- არ წარმოადგენს სააგენტოს ან წარმომადგენელს;
- არ არის მომსახურების უშუალო მიმწოდებელი;
- არ იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთის შესრულებაზე ან შედეგზე.
კრეატორები მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორები და თავად არიან პასუხისმგებელნი:
- მიწოდებული მომსახურების ხარისხზე;
- რეკლამის კანონიერებაზე;
- მომხმარებლის წინაშე არსებულ ვალდებულებებზე;
- საგადასახადო და სხვა სამართლებრივ ვალდებულებებზე.
SponsR არ იძლევა გარანტიას:
- კრეატორის შესრულებაზე;
- დამკვეთის გადახდისუნარიანობაზე;
- კამპანიის ეფექტურობაზე;
- გაყიდვებზე, ჩართულობაზე ან შედეგებზე;
- მომხმარებელთა ქცევაზე;
- პლატფორმის გარეთ მიღწეულ შეთანხმებებზე.
SponsR არ წარმოადგენს ბანკს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტს. თანხები მუშავდება და ინახება ლიცენზირებული PSP-ის მიერ მისი საკუთარი პირობებისა და რეგულაციების შესაბამისად.
მომხმარებლებს შორის დავებთან დაკავშირებით SponsR უზრუნველყოფს მხოლოდ პლატფორმის შიდა დავის გადაწყვეტის მექანიზმს. SponsR-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ წინამდებარე პირობებით პირდაპირ განსაზღვრული ფარგლებით.
2.1.3 ურთიერთობის ხასიათი
წინამდებარე პირობები არ ქმნის:
- დასაქმების გარანტიას;
- პარტნიორობას;
- სააგენტოს მომსახურებას;
- წარმომადგენლობას;
- ერთობლივ საქმიანობას;
SponsR-სა და რომელიმე მომხმარებელს შორის.
2.2 ასაკი
კრეატორები უნდა იყვნენ მინიმუმ 16 წლის. 16-17 წლის კრეატორებს შეუძლიათ პლატფორმის გამოყენება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის დადასტურებული თანხმობით. 16 წლამდე პირები პლატფორმაზე არ დაიშვებიან.
დამკვეთი, თუ იგი ფიზიკური პირია, უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის. თუ დამკვეთი იურიდიული პირია, რეგისტრაციის გამვლელ პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება აღნიშნული პირის სახელით მოქმედებისთვის და უნდა იყოს სრულწლოვანი.
2.3 რეზიდენტობა და გეოგრაფია
პლატფორმა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ან საქართველოს მოქალაქეებისთვის. SponsR უფლებამოსილია შეზღუდოს წვდომა სხვა ლოკაციებიდან ან უარი თქვას კონკრეტულ ტრანზაქციებზე.
2.4 სანქციები
თქვენ არ შეგიძლიათ პლატფორმის გამოყენება, თუ:
- იმყოფებით ან რეგისტრირებული ხართ სანქცირებულ ტერიტორიაზე;
- ხართ საერთაშორისო სანქციების სიაში;
- თქვენზე ვრცელდება ფინანსური ან სავაჭრო შეზღუდვები.
2.5 ერთი ანგარიში თითო როლზე
მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს ერთი კრეატორის ანგარიში და ერთი დამკვეთის ანგარიში, მაგრამ არა რამდენიმე ანგარიში ერთსა და იმავე როლში ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. რეგისტრაცია, ვერიფიკაცია და ანგარიშის უსაფრთხოება
3.1 რეგისტრაცია
რეგისტრაციისას მომხმარებელი გვაწვდის:
- ელფოსტას;
- ტელეფონის ნომერს;
- დაბადების თარიღს;
- სახელსა და გვარს;
- პირად ნომერს
- და სხვა ძირითად ინფორმაციას.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არის სწორი, სრული და განახლებული.
3.2 ვერიფიკაცია
SponsR უფლებამოსილია მოითხოვოს:
- პირადობის დადასტურება;
- სელფი;
- კომპანიის მონაცემები;
- KYC/AML ინფორმაცია.
კრეატორებისთვის სრული ვერიფიკაცია აუცილებელია პირველი თანხის გატანამდე.
დამკვეთებისთვის სრული ვერიფიკაცია შეიძლება გახდეს სავალდებულო მაღალი რისკის ან მაღალი (500 ლარზე მეტი) ღირებულების ტრანზაქციების შემთხვევაში.
ვერიფიკაციის წარუმატებლობა შეიძლება გახდეს:
- ანგარიშის შეზღუდვის;
- თანხის შეჩერების;
- ან ანგარიშის გაუქმების საფუძველი.
3.3 ანგარიშის უსაფრთხოება
თქვენ პასუხისმგებელნი ხართ:
- თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე;
- პაროლის კონფიდენციალურობაზე;
- თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ მოქმედებებზე.
3.4 ანგარიშის გადაცემის აკრძალვა
თქვენ არ შეგიძლიათ:
- ანგარიშის გაყიდვა;
- სხვისთვის გადაცემა;
- ან მესამე პირისთვის გამოყენების უფლების მინიჭება
4. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
4.1 პერსონალური მონაცემების დამუშავება
SponsR ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს წინამდებარე პირობების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ SponsR უფლებამოსილია დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები:
- ანგარიშის შექმნისა და ადმინისტრირების მიზნით;
- ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციისთვის;
- KYC/AML პროცედურების შესრულებისთვის;
- ტრანზაქციების ადმინისტრირებისთვის;
- თაღლითობის, ბოროტად გამოყენებისა და უსაფრთხოების რისკების პრევენციისთვის;
- მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის;
- პლატფორმის ფუნქციონირების, გაუმჯობესებისა და ანალიტიკისთვის;
- სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
4.2 დამუშავებული მონაცემები
SponsR შესაძლოა ამუშავებდეს შემდეგ კატეგორიის მონაცემებს:
- სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი
- დაბადების თარიღი;
- ელფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- პროფილის ინფორმაცია;
- გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ვერიფიკაციის დოკუმენტები;
- IP მისამართი;
- მოწყობილობისა და გამოყენების ტექნიკური მონაცემები;
- პლატფორმის ჩატის კომუნიკაცია;
- და სხვა ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი თავად აწვდის პლატფორმას.
4.3 მესამე პირები და სერვის-პროვაიდერები
SponsR უფლებამოსილია გამოიყენოს მესამე პირის სერვის-პროვაიდერები, მათ შორის:
- PSP/საგადახდო პროვაიდერები;
- cloud hosting და ინფრასტრუქტურული სერვისები;
- ანალიტიკის სერვისები;
- უსაფრთხოების და fraud-prevention სისტემები;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის ინსტრუმენტები;
- იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროვაიდერები.
ასეთ შემთხვევებში მომხმარებლის მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შესაბამისი სერვის-პროვაიდერების მიერ მათი ფუნქციური საჭიროების ფარგლებში.
4.4 მონაცემთა უსაფრთხოება
SponsR იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დასაცავად უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან ან უკანონო დამუშავებისგან.
მიუხედავად ამისა, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა სრულად დაცული ვერ იქნება და SponsR ვერ უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას.
4.5 კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები რეგულირდება SponsR-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს.
5. აკრძალული კონტენტი, კამპანიები და ქმედებები
5.1 პლატფორმაზე აკრძალულია ისეთი კამპანიის, შეთავაზების, კონტენტის, მომსახურების ან სხვა მასალის განთავსება, გავრცელება, შესრულება ან ხელშეწყობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, წინამდებარე პირობებს, საჯარო წესრიგს, ეთიკურ ნორმებს ან მესამე პირთა უფლებებს.
5.2 პლატფორმაზე აკრძალულია კამპანიები ან კონტენტი, რომელიც უკავშირდება ან შეიცავს:
- უკანონო პროდუქტების, მომსახურებების ან საქმიანობის პოპულარიზაციას;
- ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მათთან დაკავშირებული ატრიბუტიკის რეკლამირებას;
- იარაღის, საბრძოლო მასალის ან ძალადობრივი საშუალებების პოპულარიზაციას;
- თამბაქოს, ნიკოტინის შემცველი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის ან მსგავსი პროდუქციის რეკლამირებას, თუ ეს აკრძალულია ან შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით;
- ალკოჰოლის რეკლამას არასრულწლოვანებზე მიმართული ან მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით;
- აზარტულ თამაშებს, ფსონებს, ლატარიებს ან მსგავს მომსახურებებს, თუ შესაბამისი რეკლამა ან კამპანია არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;
- ზრდასრულთა, პორნოგრაფიულ, სექსუალურად აშკარა ან არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ კონტენტს;
- სიძულვილის ენას, დისკრიმინაციას, შევიწროებას, ძალადობის წახალისებას ან მუქარას;
- პოლიტიკურ რეკლამას, საარჩევნო კამპანიას ან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციურ ზემოქმედებას, თუ ასეთი კამპანია არღვევს მოქმედ კანონმდებლობას ან პლატფორმის წესებს;
- ყალბ, შეცდომაში შემყვან ან გადაუმოწმებელ განცხადებებს, მათ შორის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან, ინვესტიციებთან, კრიპტოაქტივებთან ან სხვა მაღალი რისკის პროდუქტებთან დაკავშირებით;
- ფინანსურ თაღლითობას, პირამიდულ სქემებს, სწრაფი გამდიდრების დაპირებებს ან სხვა მსგავსი ტიპის შეთავაზებებს;
- მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების, სასაქონლო ნიშნის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების დარღვევას;
- ყალბი მიმდევრების, ყალბი ჩართულობის, ბოტების, ხელოვნურად გაზრდილი სტატისტიკის ან აუდიტორიის მანიპულაციის გამოყენებას ან რეკლამირებას;
- სპამს, მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, ფიშინგს, მომხმარებელთა მონაცემების უკანონო მოპოვებას ან პლატფორმის ტექნიკურ ფუნქციონირებაში ჩარევას;
- ისეთ კონტენტს ან კამპანიას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს SponsR-ის, სხვა მომხმარებლის ან მესამე პირის საქმიან რეპუტაციას, უსაფრთხოებას ან კანონიერ ინტერესებს.
5.3 კრეატორი და დამკვეთი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათ მიერ განთავსებული კამპანია, შეთავაზება, კონტენტი ან ნებისმიერი სხვა მასალა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, რეკლამის შესახებ წესებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნებს, სოციალური მედიის პლატფორმების პოლიტიკებს და წინამდებარე პირობებს.
5.4 SponsR უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით და წინასწარი შეტყობინების გარეშე:
- უარი თქვას კამპანიის ან შეთავაზების გამოქვეყნებაზე;
- წაშალოს ან შეზღუდოს კონტენტი;
- შეაჩეროს ან გააუქმოს შეკვეთა;
- დროებით შეაჩეროს თანხის გათავისუფლება;
- შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში;
- მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოებს.
5.5 აკრძალული კონტენტის ან კამპანიის განთავსება ჩაითვლება წინამდებარე პირობების არსებით დარღვევად და შეიძლება გახდეს ანგარიშის შეზღუდვის, შეკვეთის გაუქმების, თანხის დაბრუნების, საკომისიოს დაკავების ან სხვა შესაბამისი ზომის გამოყენების საფუძველი.
5.6 SponsR არ არის ვალდებული წინასწარ შეამოწმოს ყველა კამპანია, შეთავაზება ან კონტენტი, თუმცა უფლებამოსილია განახორციელოს შემდგომი მონიტორინგი, მოდერაცია ან რეაგირება მომხმარებლის საჩივრის, სამართლებრივი რისკის, ტექნიკური სიგნალის ან საკუთარი შიდა შეფასების საფუძველზე.
5.7 SponsR უფლებამოსილია გამოიყენოს ავტომატური ან მანუალური (ხელით) მოდერაციის მექანიზმები.
6. ელექტრონული ხელშეკრულება და ელექტრონული კომერცია
6.1 SponsR-ის სტატუსი კამპანიების, შეთავაზებების და შეკვეთების ნაწილში
SponsR წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ მარკეტფლეისსა და პლატფორმულ შუამავალს.
შეკვეთა წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას მხოლოდ კრეატორსა და დამკვეთს შორის. SponsR არ არის აღნიშნული ურთიერთობის მხარე და არ მოქმედებს არც ერთი მომხმარებლის სახელით ან ინტერესით.
6.2 კამპანიები და შემოთავაზებები
დამკვეთი აქვეყნებს კამპანიას, რომელიც განსაზღვრავს:
- მომსახურების ფარგლებს;
- მისაწოდებელ მასალას;
- ვადას;
- საფასურს;
- კონტენტის გამოყენების უფლებებს.
კამპანიის აღწერა და მიღებული შემოთავაზება ერთად წარმოადგენს ხელშეკრულებას კრეატორსა და დამკვეთს შორის.
თუ კონკრეტული გამოყენების უფლება პირდაპირ არ არის მითითებული, იგი დამკვეთს არ გადაეცემა.
SponsR არ ადგენს გამოყენების ნაგულისხმევ პირობებს — მოქმედებს მხოლოდ ის, რაზეც მხარეები პირდაპირ შეთანხმდნენ.
კრეატორის შემოთავაზება წარმოადგენს შეთავაზებას კამპანიის შესრულებაზე. დამკვეთის მიერ მიღებამდე კრეატორს შეუძლია მისი შეცვლა ან გაუქმება.
6.3 შეკვეთის ფორმირება
შეკვეთა ფორმირდება იმ მომენტში, როდესაც დამკვეთი პლატფორმის მეშვეობით იღებს კრეატორის შემოთავაზებას.
ამ მომენტიდან:
- კრეატორი ვეღარ აუქმებს შემოთავაზებას;
- PSP ახორციელებს თანხის ჩაჭერას;
- შეკვეთა სავალდებულო ხდება ორივე მხარისთვის.
თუ PSP ვერ ახერხებს თანხის ჩაჭერას, შეკვეთა არ ფორმირდება.
შეკვეთის ფორმირების შემდეგ:
- საფასური;
- მომსახურების ფარგლები;
- ძირითადი პირობები;
ვერ შეიცვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები გააუქმებენ მიმდინარე შეკვეთას და შექმნიან ახალ შეკვეთას.
დამკვეთს შეუძლია შესრულების ვადის გაგრძელება პლატფორმის ჩატში შეტყობინების გზით.
თუ კრეატორი შეთანხმებულ ვადაში არ მონიშნავს შეკვეთას მიწოდებულად, მოქმედებს დამატებითი 3-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ მიწოდება არც ამ ვადის განმავლობაში განხორციელდა, შეკვეთა ავტომატურად უქმდება და თანხა სრულად ბრუნდება დამკვეთთან. ასეთ შემთხვევაში SponsR საკომისიოს არ იღებს.
6.4 ჩატის კომუნიკაცია და ცვლილებები
პლატფორმის ჩატში მიმოწერა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კამპანიის პირობების დასაზუსტებლად, თუმცა იგი ვერ შეცვლის:
- შეკვეთის ძირითად ფარგლებს;
- შეთანხმებულ საფასურს.
ჩატში დაფიქსირებული შეთანხმება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუნდოვანი პირობების განმარტებისთვის, თუ ორივე მხარემ პირდაპირ დაადასტურა იგი.
პლატფორმის გარეთ არსებული ზეპირი ან წერილობითი შეთანხმებები არ ცვლის შეკვეთას და შესაძლოა არ იქნას გათვალისწინებული დავის განხილვისას.
6.5 ელექტრონული ხელშეკრულება და ელექტრონული კომერცია
პლატფორმაზე:
- რეგისტრაცია;
- შეთავაზების გაგზავნა;
- შეთავაზების მიღება;
- შეკვეთის დადასტურება;
- ჩატში თანხმობის დაფიქსირება;
ჩაითვლება ელექტრონულ თანხმობად და ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც წერილობით დოკუმენტს.
პლატფორმის:
- ჩატის ისტორია;
- დროის ნიშნულები;
- შეტყობინებები;
- ელექტრონული ლოგები;
შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.
7. გადახდები, PSP და საკომისიო
7.1 გადახდები
დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა ლიცენზირებული PSP-ის მეშვეობით მუშავდება და შეკვეთის დასრულებამდე დროებით განთავსდება სპეციალურ სატრანზაქციო ანგარიშზე მხოლოდ შეკვეთის ეფექტური ადმინისტრირების მიზნით.
აღნიშნული თანხები:
- არ წარმოადგენს SponsR-ის საკუთრებას;
- არ წარმოადგენს SponsR-ის შემოსავალს;
- არ გამოიყენება SponsR-ის კომერციული საქმიანობისთვის.
SponsR:
- არ წარმოადგენს ბანკს;
- არ ახორციელებს დეპოზიტურ საქმიანობას;
- არ ფლობს მომხმარებლის თანხებს.
7.2 SponsR-ის საკომისიო
SponsR-ის სტანდარტული საკომისიო შეადგენს შეკვეთის თანხის 15%-ს, რომელიც გამოაკლდება კრეატორზე გასაცემ თანხას ყოველი დასრულებული შეკვეთიდან.
SponsR უფლებამოსილია კონკრეტულ მომხმარებლებთან შეთანხმდეს განსხვავებულ საკომისიოს განაკვეთზე, სარეკლამო, სტრატეგიული, პარტნიორული ან სხვა კომერციული მიზეზების საფუძველზე.
ანგარიშისთვის მოქმედი საკომისიოს განაკვეთი ნაჩვენებია:
- ანგარიშის პარამეტრებში;
- შეკვეთის ფორმირების მომენტში ორივე მხარისთვის.
შეკვეთის ფორმირებისას ნაჩვენები განაკვეთი წარმოადგენს იმ კონკრეტულ შეკვეთაზე მოქმედ საკომისიოს.
საკომისიო მოიცავს დღგ-ს ან სხვა გადასახადებს, რომელთა დარიცხვაც SponsR-ს კანონით შეიძლება დაეკისროს.
PSP-ის მიერ დარიცხული გადახდის დამუშავების საფასური ნაჩვენებია გამჭვირვალედ გადახდისა და თანხის გაცემის პროცესში.
SponsR უფლებამოსილია შეცვალოს სტანდარტული კომისიის განაკვეთი მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე შეტყობინებით:
- პლატფორმაზე გამოქვეყნებით;
- და მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებულ ელფოსტაზე გაგზავნით.
ასეთი ცვლილებები გავრცელდება მხოლოდ იმ შეკვეთებზე, რომლებიც ფორმირდება ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ.
მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად შეთანხმებული კომისიის პირობები შეიძლება შეიცვალოს:
- ორმხრივი შეთანხმებით;
- ან SponsR-ის მიერ გონივრული წინასწარი შეტყობინებით.
ასეთი ცვლილებები ასევე გავრცელდება მხოლოდ ცვლილების შემდეგ ფორმირებულ შეკვეთებზე.
SponsR-ის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ პლატფორმის საკომისიო.
კრეატორის მომსახურების სრული ღირებულება არ წარმოადგენს SponsR-ის შემოსავალს.
საკომისიო მოიცავს:
- პლატფორმის ტექნოლოგიურ მომსახურებას;
- ინფრასტრუქტურას;
- კომუნიკაციის სისტემას;
- საგადახდო პროცესის ორგანიზებას;
- მედიაციის მექანიზმს.
7.3 გადასახადები და საგადასახადო ვალდებულებები
კრეატორი და დამკვეთი დამოუკიდებლად არიან პასუხისმგებელნი მათზე გავრცელებული საგადასახადო, საბუღალტრო, დეკლარირების, საშემოსავლო, დღგ-ს ან სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კრეატორი აცნობიერებს და თანხმდება, რომ:
- SponsR არ წარმოადგენს მის დამსაქმებელს;
- კრეატორი მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი;
- და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი შემოსავლის დეკლარირებასა და შესაბამისი გადასახადების გადახდაზე.
SponsR არ იძლევა საგადასახადო, საბუღალტრო ან იურიდიულ კონსულტაციას და მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს საჭიროების შემთხვევაში მიმართოს შესაბამის პროფესიულ მრჩეველს.
SponsR უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში:
- დააკავოს კანონით გათვალისწინებული გადასახადები;
- შეაგროვოს დამატებითი საგადასახადო ინფორმაცია;
- გადასცეს ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოებს;
- ან შეასრულოს სხვა კანონით მოთხოვნილი ფინანსური ან საგადასახადო ვალდებულებები.
მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული საგადასახადო ინფორმაციის სისწორეზე და სრულყოფილებაზე.
8. თანხის ავტომატური გათავისუფლება
თუ დამკვეთი:
- არ დაადასტურებს მიწოდებას;
- არ გახსნის დავას;
კრეატორის მიერ მიწოდების მონიშვნიდან 48 საათის განმავლობაში — თანხა ავტომატურად გათავისუფლდება.
ავტომატური გათავისუფლება წარმოადგენს პლატფორმის სტანდარტულ მექანიზმს და მომხმარებელი წინასწარ ეთანხმება აღნიშნულ წესს.
8.1. პლატფორმის მხრიდან მომსახურების დასრულება და საკომისიოს მიღება
8.1.1) კრეატორის შეთავაზების საფუძველზე დამკვეთის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ორივე მხარის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან SponsR-ის პლატფორმული მომსახურება ჩაითვლება გაწეულად და პლატფორმა მოიპოვებს შესაბამისი საკომისიოს მიღების უფლებას;
8.1.2) თუ მხარეებს შორის წარმოიშვა დავა და იგი დასრულდა პლატფორმის მედიაციის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებით, პლატფორმის საკომისიო დაკორექტირდება მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და პროპორციულად;
8.1.3) თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება პლატფორმის მედიაციის ფარგლებში შეთავაზებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს დავა განაგრძოს სასამართლოში ან სხვა უფლებამოსილ ორგანოში. ასეთ შემთხვევაში SponsR-ზე დარეგისტრირებული შეკვეთა ჩაითვლება დასრულებულად და დაიხურება, ხოლო დეპონირებული თანხა დაუბრუნდება დამკვეთს პლატფორმის საკომისიოს გამოკლებით. შემდგომ ურთიერთობებსა და მოთხოვნებს მხარეები დაარეგულირებენ უშუალოდ ერთმანეთთან, პლატფორმის მონაწილეობის გარეშე.
9. თანხის დაბრუნება, გაუქმება და დავასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება
9.1 შეკვეთის გაუქმება შეთანხმებით
დამკვეთსა და კრეატორს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, შეკვეთის შესრულებამდე ან შესრულების პროცესში, ორმხრივი შეთანხმებით გააუქმონ შეკვეთა.
ასეთ შემთხვევაში:
- თანხის დაბრუნება;
- ნაწილობრივი ანაზღაურება;
- ან უკვე შესრულებული ნაწილის ანაზღაურება;
განისაზღვრება მხარეების შეთანხმების საფუძველზე.
თუ მხარეები შეთანხმდებიან შეკვეთის სრულ გაუქმებაზე შესრულების დაწყებამდე, თანხა სრულად დაუბრუნდება დამკვეთს და SponsR საკომისიოს არ იღებს.
9.2 ნაწილობრივ შესრულებული მომსახურება
თუ კრეატორმა მომსახურება ნაწილობრივ შეასრულა და მხარეებს შორის წარმოიშვა დავა ან შეკვეთა გაუქმდა, SponsR უფლებამოსილია, არსებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალების შეფასების საფუძველზე:
- თანხა სრულად დაუბრუნოს დამკვეთს;
- თანხა სრულად გაათავისუფლოს კრეატორის სასარგებლოდ;
- ან განახორციელოს თანხის ნაწილობრივი განაწილება მხარეებს შორის.
ასეთი შეფასებისას შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს:
- შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
- მიწოდებული მასალების ხარისხი;
- შეთანხმებული პირობები;
- ვადების დაცვა;
- პლატფორმის ჩატში დაფიქსირებული შეთანხმებები;
- და მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
9.3 არაკეთილსინდისიერი ან თაღლითური ქმედება
თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ:
- მიწოდებული კონტენტი არის ყალბი;
- გამოყენებულია მოპარული ან არალეგალური მასალა;
- გამოყენებულია ყალბი მიმდევრები, ბოტები ან ხელოვნური ჩართულობა;
- ადგილი აქვს თაღლითურ, შეცდომაში შემყვან ან ბოროტად გამოყენების ქმედებას;
SponsR უფლებამოსილია:
- შეაჩეროს თანხის გათავისუფლება;
- დროებით გაყინოს ტრანზაქცია;
- გააუქმოს შეკვეთა;
- სრულად ან ნაწილობრივ დააბრუნოს თანხა;
- ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში.
9.4 არაავტორიზებული ან დუბლირებული გადახდები
თუ PSP, ბანკი ან სხვა საგადახდო პროვაიდერი დააფიქსირებს:
- არაავტორიზებულ ტრანზაქციას;
- chargeback-ს;
- დუბლირებულ გადახდას;
- თაღლითურ გადახდას;
- ან გადახდის გაუქმებას,
SponsR უფლებამოსილია:
- შეაჩეროს თანხის გატანა;
- დროებით გაყინოს ბალანსი;
- გააუქმოს ტრანზაქცია;
- ან შეასრულოს PSP-ის ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი მოქმედებები.
9.5 PSP-ის ტექნიკური ან ფინანსური შეზღუდვები
თანხის დაბრუნება, გადარიცხვა ან ტრანზაქციის გაუქმება შესაძლოა დამოკიდებული იყოს PSP-ის, ბანკის ან სხვა ფინანსური პროვაიდერის წესებზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და ფინანსურ რეგულაციებზე.
SponsR არ აგებს პასუხს PSP-ის, ბანკის ან მესამე მხარის ფინანსური სისტემების მიერ გამოწვეულ შეფერხებაზე, შეზღუდვაზე ან ტექნიკურ გაუმართაობაზე.
9.6 SponsR-ის საკომისიო გაუქმებული შეკვეთების შემთხვევაში
თუ შეკვეთა სრულად გაუქმდა მომსახურების შესრულებამდე, SponsR საკომისიოს არ იღებს.
თუ შეკვეთა გაუქმდა ნაწილობრივი შესრულების შემდეგ ან თანხა ნაწილობრივ განაწილდა მხარეებს შორის, SponsR უფლებამოსილია დაიტოვოს საკომისიო იმ თანხის პროპორციულ ნაწილზე, რომელიც კრეატორის სასარგებლოდ გათავისუფლდა.
10. კომუნიკაცია და მტკიცებულებები
შეკვეთასთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ პლატფორმის ჩატში.
პლატფორმის გარეთ განხორციელებული შეთანხმებები:
- არ არის სავალდებულო SponsR-ისთვის;
- შეიძლება არ იქნას გათვალისწინებული დავის განხილვისას.
ჩატის ისტორია წარმოადგენს ძირითად მტკიცებულებას დავების განხილვის პროცესში.
11. მომხმარებელთა უფლებები
თუ დამკვეთი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს სრულწლოვანი, ანუ 18 წელს მიღწეული პირი. არასრულწლოვანი ფიზიკური პირების მიერ პლატფორმის გამოყენება დამკვეთის როლში დაუშვებელია. სრულწლოვან ფიზიკურ პირზე, როგორც დამკვეთზე შესაძლოა ასევე გავრცელდეს საქართველოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
კრეატორი, როგორც მომსახურების უშუალო მიმწოდებელი, პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. კრეატორი უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის. თუ კრეატორი არის არასრულწლოვანი, პლატფორმაზე რეგისტრაცია და შესაბამისად მომსახურების შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის წინასწარი თანხმობით.
SponsR წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ შუამავალს.
SponsR არ წარმოადგენს დისტანციურად გაყიდული ან მიწოდებული მომსახურების უშუალო მიმწოდებელს საქართველოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულად და პირდაპირ სხვაგვარად არის მითითებული.
კრეატორი, როგორც შესაბამისი მომსახურების უშუალო მიმწოდებელი, დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი:
- მომსახურების შესრულებაზე;
- კონტენტის კანონიერებაზე;
- მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე;
- რეკლამის გამჭვირვალობაზე;
- და მომხმარებლის წინაშე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
SponsR, როგორც ტექნოლოგიური მარკეტფლეისი და პლატფორმული შუამავალი, უზრუნველყოფს მხოლოდ:
- მომხმარებლების დაკავშირებას;
- შეკვეთების ტექნიკურ ადმინისტრირებას;
- გადახდის პროცესის ორგანიზებას PSP-ის მეშვეობით;
- და დავების შიდა მედიაციის მექანიზმს.
მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ SponsR-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ პლატფორმის ფუნქციონირებითა და წინამდებარე პირობებით პირდაპირ განსაზღვრული ვალდებულებებით.
12. რეკლამა და გამჟღავნება
კრეატორი ვალდებულია დაიცვას:
- საქართველოს „რეკლამის შესახებ“ კანონი;
- ინფლუენსერული რეკლამის გამჟღავნების მოთხოვნები;
- მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის აკრძალვის მოთხოვნები.
ფასიანი თანამშრომლობა, სპონსორირებული კონტენტი ან ნებისმიერი რეკლამური ინტეგრაცია უნდა იყოს მკაფიოდ და სათანადოდ მონიშნული ისე, რომ მომხმარებლისთვის გასაგები იყოს მისი კომერციული ხასიათი. კრეატორი ვალდებულია გამოიყენოს შესაბამისი აღნიშვნები, მათ შორის „რეკლამა“, „სპონსორირებული“, „ფასიანი პარტნიორობა“ ან სხვა მსგავსი ფორმულირება, თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, სოციალური მედიის პლატფორმის წესები ან კონკრეტული კამპანიის პირობები.
13. ინტელექტუალური საკუთრება
კრეატორი ინარჩუნებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც პირდაპირ გადაეცა დამკვეთს კამპანიის პირობებით.
კრეატორი და დამკვეთი SponsR-ს ანიჭებენ არაექსკლუზიურ, უსასყიდლო, ტერიტორიულად შეუზღუდავ და ტექნიკურად აუცილებელ უფლებას პლატფორმის ფუნქციონირების, ტექნიკური უზრუნველყოფის, შენახვის, ჰოსტინგის, კეშირების, ჩვენების, ტრანსკოდირების, მოდერაციის, უსაფრთხოების შემოწმების, დავების განხილვისა და პლატფორმის მომსახურებების შესრულების მიზნით გამოიყენოს, დაამუშაოს, შეინახოს, დააკოპიროს ან ტექნიკურად ხელმისაწვდომი გახადოს პლატფორმაზე ატვირთული ან პლატფორმის მეშვეობით გადაცემული კონტენტი.
აღნიშნული უფლება გამოიყენება მხოლოდ პლატფორმის ოპერირების, ტექნიკური მხარდაჭერისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში და არ ნიშნავს SponsR-ისთვის კონტენტზე საკუთრების ან კომერციული გამოყენების უფლების გადაცემას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა ცალკე და პირდაპირ გასცა შესაბამისი თანხმობა.
თუ კონკრეტული უფლება პირდაპირ არ არის მინიჭებული, იგი რჩება კრეატორთან.
14. მედიაცია
მომსახურების გაწევის პროცესში გაუგებრობის ანუ დავის წარმოშობის შემთხვევაში SponsR უფლებამოსილია:
- გადაამოწმოს ჩატის ისტორია;
- მოითხოვოს დამატებითი მასალები;
- დროებით შეაჩეროს მომსახურების თანხის გათავისუფლება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
- შესთავაზოს მორიგება;
- მიიღოს გადაწყვეტილება თანხის სრულ ან ნაწილობრივ დაბრუნებაზე.
SponsR დავის განხილვის პროცესში გადაწყვეტილებას იღებს კეთილსინდისიერი, გონივრული და არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეფასების შედეგად.
დავის განხილვისას SponsR უფლებამოსილია დაეყრდნოს:
- პლატფორმის ჩატის ისტორიას;
- შეკვეთის პირობებს;
- კამპანიის აღწერას;
- მიწოდებულ მასალებს;
- პლატფორმაზე დაფიქსირებულ მოქმედებებს;
- მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს;
- PSP-ის ან სხვა ტექნიკური სისტემების მონაცემებს.
მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ SponsR-ის მიერ მიღებული შიდა გადაწყვეტილება წარმოადგენს მხოლოდ პლატფორმის შიდა მედიაციის შედეგს და არა სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
მედიაციის პროცესი არ ზღუდავს მხარეების უფლებას მიმართონ სასამართლოს.
15. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
SponsR არ არის პასუხისმგებელი:
- კამპანიის შედეგებზე;
- კონტენტის ეფექტურობაზე;
- გაყიდვებზე;
- ჩართულობაზე;
- რეპუტაციულ შედეგებზე;
- მესამე პირის ქმედებებზე;
- სოციალური მედიის ალგორითმების ცვლილებაზე.
პლატფორმა მიეწოდება პრინციპით — „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“.
SponsR არ იძლევა გარანტიას, რომ კრეატორი მიიღებს კონკრეტულ შეკვეთებს, შემოსავალს, აუდიტორიას, ჩართულობას ან ბიზნეს შედეგს პლატფორმის გამოყენების შედეგად.
16. ანგარიშის შეჩერება
SponsR უფლებამოსილია მიღებული ინფორმაციის ან/და საკუთარი გონივრული შეფასების საფუძველზე დროებით შეზღუდოს, შეაჩეროს ან სრულად გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, თუ:
- არსებობს თაღლითობის, ყალბი აქტივობის ან პლატფორმის ბოროტად გამოყენების ეჭვი;
- მომხმარებელი იყენებს ყალბ მიმდევრებს, ბოტებს, ხელოვნურ ჩართულობას ან სხვა მანიპულაციურ მეთოდებს;
- მომხმარებლის ქმედება ქმნის სამართლებრივ, ფინანსურ, ტექნიკურ, რეპუტაციულ ან უსაფრთხოების რისკს SponsR-ისთვის, სხვა მომხმარებლებისთვის ან მესამე პირებისთვის;
- არსებობს AML/KYC, სანქციებთან შესაბამისობის ან ფინანსური მონიტორინგის რისკი;
- მომხმარებელი სისტემატურად მონაწილეობს დავებში ან ფიქსირდება განმეორებითი საჩივრები;
- მომხმარებელი ავრცელებს უკანონო, შეცდომაში შემყვან, თაღლითურ ან მესამე პირის უფლებების დამრღვევ კონტენტს;
- მომხმარებელი არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;
- მომხმარებელი ცდილობს პლატფორმის უსაფრთხოების, ფუნქციონირების ან ტექნიკური ინფრასტრუქტურის დაზიანებას ან გვერდის ავლას;
- არსებობს მარეგულირებელი ორგანოს, სასამართლოს, PSP-ის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა.
ანგარიშის შეზღუდვის ან გაუქმების შემთხვევაში SponsR უფლებამოსილია:
- დროებით შეაჩეროს თანხის გათავისუფლება;
- მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია;
- გააუქმოს მიმდინარე შეკვეთები;
- შეზღუდოს პლატფორმის ცალკეულ ფუნქციებზე წვდომა;
- ან მიიღოს სხვა გონივრული ზომები პლატფორმის, მომხმარებლებისა და ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
SponsR არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს ანგარიშის შეზღუდვის ან გაუქმების შესახებ, თუ ასეთი შეტყობინება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს უსაფრთხოებას, სამართლებრივ შესაბამისობას, თაღლითობის პრევენციას ან მიმდინარე გამოძიებას.
17. ფორსმაჟორი
SponsR არ აგებს პასუხს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია SponsR-ის გონივრული კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული გარემოებებით („ფორსმაჟორი“).
ფორსმაჟორულ გარემოებად მიიჩნევა, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ბუნებრივი კატასტროფები;
- ხანძარი;
- წყალდიდობა;
- მიწისძვრა;
- ეპიდემია ან პანდემია;
- ომი;
- ტერორისტული აქტი;
- სამოქალაქო არეულობა;
- სახელმწიფო ორგანოს ქმედება ან რეგულაცია;
- ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გათიშვა;
- ჰოსტინგის, cloud ინფრასტრუქტურის ან მონაცემთა ცენტრის შეფერხება;
- PSP-ის, ბანკის, სოციალური მედიის პლატფორმის, API-ს ან სხვა მესამე მხარის სერვისის შეფერხება;
- კიბერშეტევა, ჰაკერული თავდასხმა ან მავნე პროგრამული ზემოქმედება;
- ტექნიკური გაუმართაობა;
- ან სხვა გარემოება, რომელიც SponsR-ის გონივრულ კონტროლს სცდება.
ფორსმაჟორის არსებობის პერიოდში SponsR უფლებამოსილია:
- დროებით შეაჩეროს პლატფორმის ან მისი ცალკეული ფუნქციების მუშაობა;
- შეაჩეროს ტრანზაქციების დამუშავება;
- გადადოს ვალდებულებების შესრულება;
- მიიღოს უსაფრთხოების ან რისკის მართვის დამატებითი ზომები.
ფორსმაჟორული გარემოებების არსებობა არ წარმოშობს SponsR-ის პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი ან თანმდევი ზიანისთვის.
18. მოქმედი სამართალი
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, შესაბამისი განსჯადობისა და ტერიტორიული იურისდიქციის წესების დაცვით.
19. კონტაქტი
SponsR LLC (შპს სპონსრ)
ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N38გ, ბინა 115 (ბლოკი 5), საქართველო
საიდენტიფიკაციო კოდი: 405853820
ზოგადი: support@sponsr.ge
იურიდიული: legal@sponsr.ge
კონფიდენციალურობა: privacy@sponsr.ge
20. დამატებითი პოლიტიკის დოკუმენტები
წინამდებარე პირობებთან ერთად, პლატფორმის გამოყენებაზე შესაძლოა დამატებით ვრცელდებოდეს SponsR-ის სხვა პოლიტიკის დოკუმენტები, წესები და სახელმძღვანელოები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პლატფორმაზე.
მათ შორის:
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy);
- Cookie პოლიტიკა;
- საზოგადოების წესებსა და ქცევის სტანდარტები (Community Guidelines);
- არასრულწლოვანთა უსაფრთხოების პოლიტიკა;
- თანხის დაბრუნებისა და დავების პოლიტიკა;
- ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების პოლიტიკა;
- რეკლამის გამჟღავნების წესები;
- აკრძალული კონტენტისა და კამპანიების პოლიტიკა;
- KYC/AML და ფინანსური შესაბამისობის წესები;
- ასევე სხვა დამატებით წესები, რომლებიც საჭიროა პლატფორმის უსაფრთხო, კანონიერი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
ასეთ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში ისინი წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს.
პლატფორმის გამოყენების გაგრძელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება გამოქვეყნებულ დამატებითი პოლიტიკის დოკუმენტებსა და წესებს.